დღეს ინტელის ტრენინგის ბოლო დღე იყო.მოვახდინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინე სარეკომენდაციო რჩვები,რომლებსაც შემდგომში პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ.მადლობა ლალის და ჯგუფელებს გულთბილი და აქტიური თანამშრომლობისთვის.
Monday, 27 October 2014
Thursday, 23 October 2014
Saturday, 18 October 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების კორექტირება,გვეცანი მე-6 მოდულს,შევავსე დიფერენცირებული სწავლების შეფასების კითხვარი,გავეცანი სასწავლო პროცედურებს ინტელის ბიბლიოთეკიდან და დავიწყე მისი შევსება პროექტის გეგმის შაბლონში.მივიღე დავალება დავასრულო მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.პროექტს მივცე საბოლოო სახე.
Friday, 17 October 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები;
გავეცანით სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკებს;
ეს რუბრიკები განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში:
მივიღეთ დავალება: წავიკითხოთ მოდული 5 ,გადავათვალიეროთ ინტელის ბიბლიოთეკა, მოვახდინოთ მისი ადაპტირება ჩვენს პროექტთან.
გავეცანით სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკებს;
ეს რუბრიკები განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში:
მივიღეთ დავალება: წავიკითხოთ მოდული 5 ,გადავათვალიეროთ ინტელის ბიბლიოთეკა, მოვახდინოთ მისი ადაპტირება ჩვენს პროექტთან.
Tuesday, 14 October 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დავამთავრე მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე,გავეცანი პრეზენტაციაში გამოყენებული ლიტერატურის საავტორო უფლებებს,მოვიძიე შესაბამისი მასალები და მათი მისამართები შევიტანეთ გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტში.შეცვალეთ ბლოგის დიზაინი,შევქმენით გვერდები,მივიღე დავალება:ბლოგზე განვათავსოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Monday, 13 October 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
შევქმენით ახალი პოსტები:
1.მოსწავლის მიზნები და ამოცანები;
2.მიმართულების მიმცემი ახალი კითხვები;
3.პორტფოლიოს პრეზენტაცია
პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ შედეგი და ინდიკატორები.
პორტფოლიოს პრეზენტაცია გადავიტანე ვირტუალურ დისკზე ლელას დახმარებით.
მივიღე დავალება:პროექტების შეფასების ჩარჩოსთვის უნდა შევარჩიო სტრატეგიები
1.მოსწავლის მიზნები და ამოცანები;
2.მიმართულების მიმცემი ახალი კითხვები;
3.პორტფოლიოს პრეზენტაცია
პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ შედეგი და ინდიკატორები.
პორტფოლიოს პრეზენტაცია გადავიტანე ვირტუალურ დისკზე ლელას დახმარებით.
მივიღე დავალება:პროექტების შეფასების ჩარჩოსთვის უნდა შევარჩიო სტრატეგიები
Sunday, 12 October 2014
Saturday, 11 October 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ წარმოგიდგენიათ სამყარო ხმაურის გარეშე?
თემატური კითხვები
|
1. რა არის ექო და როგორია მისი პრაქტიკული გამოყენება?
2. რაზეა დამოკიდებული ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარე?
3. ერთი გარემოდან მეორეში გდასვლისას ბგერის მახასიათებელი სიდიდეებიდან რომელი იცვლება და რომელი რჩება უცვლელი?
3. ერთი გარემოდან მეორეში გდასვლისას ბგერის მახასიათებელი სიდიდეებიდან რომელი იცვლება და რომელი რჩება უცვლელი?
მოსწავლის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ
- მოიფიქრონ და დაგეგმონ ცდები სხვადასხვა გარემოში ბგერის სიჩქარის განსაზღვრისათვის.იმსჯელონ განსხვავებული შედეგების მიზეზებზე;
- დაგეგმონ ცდა დაბრკოლებამდე მანძილის განსაზღვრისათვის;
- მოიძიონ საჭირო ინვენტარი და დააკვირდნენ ბგერის თვისებებს. გააკეთონ ანალიზი.
- გაანალიზონ ბგერის მნიშვნელობა სამყაროს შემეცნებისათვის.
მესამე დღის რფლექსია
დღეს გადავედით მეორე მოდულზე,გავეცანით პროექტზე მუშაობის ეტაპებს (მომზადება,მიმდინარეობა,შეფასება),დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,შევიმუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,პოვერპოინტში შევქმენით სლაიდები.დავალება: წავიკითხოთ 1 და 2 მოდულები,დავწეროთ მოსწავლეთა სასწავლო მიზნები და ამოცანები.
მადლობა ლალის აქტიური თანამშრომლობისათვის.
Sunday, 28 September 2014
მეორე დღის რეფლექსია
ბლოგზე გამოვაქვეყნე პროექტის იდეა,ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები,გავითვალისწინეთ რჩევები,შევქმენი ბროშურა მივიღეთ დავალება წავიკითხოთ პირველი მოდული ,მოვიფქროთ როგორ დაგვეხმარება პროექტებით სწავლება გაკვეთილის უკეთ დაგეგმვაში.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ჩემი პროექტის იდეა
"დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა".სიტყვა ფიზიკის ენაზე ბგერითი ტალღაა,ტალღა კი რხევის გავრცელებაა გარემოში.ამ აქტივობის ფარგლებში მოსწალეები იმსჯელებენ სამყაროს შემეცნებისათვის ბგერითი ტალღის მნიშვნელობაზე. თვითონ დაგეგმავენ და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს ტალღის სიჩქარის განსასაზღვრად სამივე გარემოში,შეადარებენ მიღებულ შედეგებს ერთმანეთს და გააკეთებენ დასკვნებს ,შეისწავლიან ტალღის თვისებებს და ბგერით მოვლენებს, გაანალიზებენ მათ როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში.ექოს დახმარებით დაადგენენ დაბრკოლებამდე მანძილს,მოახდენენ ბგერების კლასიფიკაციას . მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და თვითონვე შექმნიან ბროშურებს,ვიდეო და აუდიო მასალებს. პრეზენტაციების წარდგენა მოხდება დასკვნით ღონისძიებაზე.
Saturday, 27 September 2014
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის ეფექტური იყო,გავეცანი პროექტებით სწავლების ყველა მოდულს,გავიხსენე ადრე შესწავლილი მასალა,განვაახლე ბლოგი,ახლა პროექტის იდეა მაქვს მოსაფიქრებელი,სამუშაო ძალიან ბევრია,მადლობა ლალის
Subscribe to:
Posts (Atom)